იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო ვალი 430 მილიონი დოლარით შემცირდა

იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო ვალი 430 მილიონი დოლარით შემცირდა

2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 2015 წლის ბოლოსთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვალი 430 მილიონი დოლარით შემცრიდა და 14.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ვალის შემცირება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით არსებული კომპანიათაშორისი სესხების დაფარვამ განაპირობა. 126 მლნ დოლარით გაიზარდა მთავრობის საგარეო ვალი. 119 მლნ დოლარით გაიზარდა კომერციული ბანკების და სხვა კერძო კომპანიების დავალიანება.

31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი საქართველოს მშპ-ის 104%-ია, 2015 წლის ბოლოს საგარეო ვალი მშპ-ს 113% იყო, ხოლო 2014 წლის ბოლოს 86%.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.