ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 36 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე 41%-ით (26 მილიონი ლარით) ნაკლებია. ცალკე აღებულ თებერვლის თვეში ბანკების მოგება 16 მილიონი ლარი იყო, როცა გასული წლის თებერვალში 46 მილიონ ლარს აღწევდა.
2015 წელს კომერციული ბანკების წლიურმა წმინდა მოგებამ 537 მილიონი ლარი შადგინა.
გრაფიკი – კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში: