2019 წლის იანვარში, წინა თვესთან (დეკემბერთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 112 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 13 მლნ დოლარით გაიზარდა.
ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 1.8 მილიარდი ლარით არის გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 769 მლნ დოლარით. პირველი თებერვლის მდგომარეობით, ორივე ვალუტაში ერთად 26.6 მილიარდი ლარის სესხია ბანკების მიერ გაცემული. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 57.1%-ია. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 56.2% იყო.
იანვარში ბანკების მიერ გაცემული სამომხმარებლო სესხები 92 მლნ ლარით შემცირდა. გრძელვადიანი სამომხმარებლო სესხები 174 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო მოკლევადიანი 266 მლნ ლარით შემცირდა.
ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 16.2%-ია. ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 1% პუნქტით შემცირდა. უცხოურ ვალუტაში (რეალურად დოლარში) გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 7.7%-ია. ბოლო ერთ წელიწადში დოლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 0.4% პუნქტით შემცირდა.