იანვარში სახელმწიფო ვალი 76 მილიონი ლარით შემცირდა

იანვარში სახელმწიფო ვალი 76 მილიონი ლარით შემცირდა

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 76 მლნ ლარით შემცირდა და 18.4 მილიარდი ლარი შეადგინა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 33 მლნ დოლარით გაიზარდა, მაგრამ ლარის კურსის გამყარების გამო, ლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 31 მლნ დოლარით შემცირდა. იანვარში საშინაო სახელმწიფო ვალი 45 მლნ ლარით შემცირდა.

31 იანვრის მდგომარეობით, საგარეო სახელმწიფო ვალი 14.5 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3.9 მილიარდი ლარია.

საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 70% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 4.9 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 862 მლნ ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის იაპონია 572 მლნ ლარით.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 44.5%-ია.

ცხრილი: საქართველოს სახელმწიფო ვალი, მილიარდი ლარი