იანვარში საქართველოში 32.4 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

იანვარში საქართველოში 32.4 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში, 2016 წლის იანვართან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 32.4%-ით გაიზარდა. 2016 წლის იანვარში 116 369 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2017 წლის იანვარში 154 083.

ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, იანვარში 19.8%-ით გაიზარდა და ჯამში 387 070 ვიზიტორი შემოვიდა.

იანვარში ყველაზე მეტი (15 527) ვიზიტორი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა თურქეთი 79 042 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე სომხეთია 77 528 ვიზიტორით.