ილონ მასკი ტეხასში ქალაქ Starbase-ის დაარსებას გეგმავს

ილონ მასკი ტეხასში ქალაქ Starbase-ის დაარსებას გეგმავს

ილონ მასკი ტეხასში ქალაქ Starbase-ის დაარსებას გეგმავს. როგორც SpaceX-ის დამფუძნებელმა „ტვიტერზე“ დაწერა, ქალაქი მცირე დასახლება ბოკა-ჩიკას ადგილას, მექსიკის საზღვართან ახლოს დაარსდება, სადაც კომპანიის კოსმოდრომი მდებარეობს და კოსმოსური ხომალდების პროტოტიპებზე მუშაობენ.

„ვქმნით ქალაქ სტარბეიზს ტეხასში. იქიდან მარსზე და იქიდან ვარსკვლავებზე“, – დაწერა მასკმა.

როგორც Bloomberg-ი წერს, ბოკა-ჩიკასთვის სახელის გადარქმევა და ახალი ქალაქის დაარსება მასკის გავლენებს ტეხასში კიდევ უფრო გააძლიერებს. როგორც ცნობილია, SpaceX-ის კოსმოდრომის გარდა,  მასკი აღმოსავლეთ ოსტინში ელექტრომობილების ქარხნის აშენებასაც გეგმავს. SpaceX-ის რაკეტების გატესტვაც სწორედ ტეხასში მიმდინარეობს. ხომალდების პროტოტიპები, რასაც მასკის კომპანია ბოკა-ჩიკაში აწარმოებს, მთვარესა და მარსზე გასაფრენად იქმნება. ოსტინი ასევე SpaceX-ის ინჟინრებს უმასპინძლებს „კოსმოსური ინტერნეტის“ პროექტზე სამუშაოდაც. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მასკი ინტერნეტზე წვდომის უზრუნველყოფას მიუვალ ადგილებშიც აპირებს.

ცნობისთვის, მასკი 20 წლის განმავლობაში კალიფორნიაში ცხოვრობდა, გასულ წელს კი ტეხასში გადავიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ. თუმცა, SpaceX-ის სათავო ოფისი ლოს-ანჯელესში მდებარეობს. Tesla-ს სათავო ოფისი კი კალიფორნიაში.