ბოლო რამდენიმე დღე სიახლეებით სავსე გამოდგა Tesla-ს დამფუძნებელ ილონ მასკისთვის.
მილიარდერს კორონავირუსი დაუდასტურდა, გარდა ამისა, მისი კომპანია SpaceX-ის ხომალდმა კოსმოსში ოთხი ასტრონავტი წაიყვანა, ორშაბათს კი S&P 500-ის ინდექსს ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla დაემატა.
ბოლო სიახლემ მასკის ქონებას დამატებით $15 მილიარდი შემატა, შედეგად 49 წლის მასკი მსოფლიოში რიგით მესამე ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. Tesla-ს აქციები კი 14%-ით გაიზარდა.
ამჟამად მასკის ქონება Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, $117.5 მილიარდს შეადგენს.