დეკემბრის დადგომასთან ერთად, კომპანიების თანამშრომლები, ტრადიციულად, გასული წლის შესაჯამებლად იკრიბებიან, ფინანსურ სალდოს ითვლიან და ხშირ შემთხვევაში, მას ასაჯაროებენ კიდეც. გამონაკლისი, არც ფილმებისა და სერიალების მონაცემთა ბაზა IMDb-ი აღმოჩნდა, რომელმაც 2021 წლის 10 ყველაზე პოპულარული ფილმის სია შეადგინა.
რეიტინგი კომპანიის საკუთარი აღრიცხვის სისტემის, IMDbPro MOVIEmeter-ის მიხედვით არის შედგენილი, რომელიც ეყრდნობა არა კრიტიკოსთა შეფასებებს და ფილმების შემოსავლებს, არამედ IMDb-ის ვებგვერდებზე შემოსულ ვიზიტორთა რიცხვს, რომელიც ყოველთვიურად 200 მილიონს აჭარბებს.
თუმცა, რაკიღა Forbes-ში გვჯერა, რომ სხვადასხვა სიის შედგენისას, შემოსავლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გადავწყვიტეთ, IMDb-ის სია კიდევ უფრო განვავრცოთ, რისთვისაც ჩამონათვალს Box Office Mojo-ს მიერ შემოსავლების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია დავუმატეთ.
Dune – „დიუნი“
IMDb-ის რეიტინგი: 8.2
შემოსავალი: $383,110,871
The Suicide Squad – „თვითმკვლელთა რაზმი“
IMDb-ის რეიტინგი: 7.3
შემოსავალი: $167,400, 219
Eternals – „მარადიულები“
IMDb-ის რეიტინგი: 6.8
შემოსავალი: $385,477,627
Mortal Kombat – „მორტალ კომბატი“
IMDb-ის რეიტინგი: 6.1
შემოსავალი: $83,601,013
Justice League (Snyder’s Cut) – ზაკ სნაიდერის „სამართლიანობის ლიგა“
IMDb-ის რეიტინგი: 8.1
შემოსავალი: n/a
Godzilla vs. Kong – „გოძილა vs. კონგი“
IMDb-ის რეიტინგი: 6.4
შემოსავალი: $467,863,133
Black Widow – „შავი ქვრივი“
IMDb-ის რეიტინგი: 6.7
შემოსავალი: $379,631,351
Army of the Dead – „მკვდრების არმია“
IMDb-ის რეიტინგი: 5.8
შემოსავალი: n/a
Cruella – „კრუელა“
IMDb-ის რეიტინგი: 7.4
შემოსავალი: $233,274,812
Shang-Chi and the Legend of the Ten Rings – „შანგ-ჩი და ათი ბეჭდის ლეგენდა“
IMDb-ის რეიტინგი: 7.6
შემოსავალი: $431,956,458
თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ კიდევ დეკემბერია და დარჩა ფილმები, რომელთა გამოსვლას მთელი მსოფლიო ელოდება, მათ შორის „სპაიდერ-მენი: სახლისკენ გზა არ არის“, The Matrix Resurrections, „გუჩის სახლი“ და „ვესტსაიდის ისტორია“. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ფილმები მნიშვნელოვანი იქნება როგორც პოპულარობის, ასევე შემოსავლის მიხედვით.