IMF ხელისუფლებას მოუწოდებს, ამ ეტაპზე არ შეარბილოს საბანკო რეგულაციები

IMF ხელისუფლებას მოუწოდებს, ამ ეტაპზე არ შეარბილოს საბანკო რეგულაციები

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საფინანსო სექტორში დაწესებული რეგულაციების გადახედვის წინააღმდეგია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მთავრობას მოუწოდებს, არ გადახედოს და შეცვალოს საფინანსო სექტორში დაწესებული ახალი რეგულაციები, მანამ სანამ სრულად არ შეაფასებს მის გავლენას დაკრედიტებაზე. როგორც IMF აღნიშნავს, კრედიტის გაცემის პირობების გამკაცრებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, დაწია კრედიტის ზრდის ტემპი, თუმცა მდგრად დონემდე.

„მიუხედავად იმისა, რომ ბანკები ჯერ კიდე ერგებიან ახალ სტანდარტებს, წინასწარი ინფორმაცია მიუთითებს, რომ კრედიტების ზრდის ტემპი შემცირდა, ისე როგორც ეს მოსალოდნელი იყო.

ხელისუფლება რეგულაციების გამარტივებას განიხილავს, თუმცა ისე რომ მისი ფუნდამენტური პრინციპები არ დაირღვეს.

სავალუტო ფონდმა გააფრთხილა ხელისფლება, რომ არ შეიტანონ რეგულაციებში ცვლილებები, მანამ სანამ საკრედიტო ზრდაზე მისი გავლენის შესაფასებლად საკმარისი მონაცემები არ იქნება ხელმისაწვდომი. თავის მხრივ ხელისფლება დათანხმდა, რომ გააგრძელებს დაკრედიტების ტემპის შეფასებას და ამ ეტაპზე რეგულაციების ცვლილება არ მოხდება“, – აღნიშნავს IMF.

 

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.