საბანკო სექტორისთვის ესტონური მოდელის ამოქმედება, კიდევ ერთხელ, 2025 წლამდე გადავადდა

საბანკო სექტორისთვის ესტონური მოდელის ამოქმედება, კიდევ ერთხელ, 2025 წლამდე გადავადდა

საფინანსო ინსტიტუტებისთვის გადასახადების ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედება კიდევ ერთხელ, ამჯერად 2025 წლამდე გადავადდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმოხილვაში ხელისუფლება წერს, რომ აღნიშნულის მიზეზი შემოსავლების მოსალოდნელი კლების თავიდან აცილებაა.

თუმცა, სავალუტო ფონდთან კონსულტაციების ფარგლებში, მთავრობა სადაზღვევო სექტორისთვის რეფორმის ამოქმედებას უფრო ადრე გეგმავს.

მოგების გადასახადის რეფორმა საფინანსო სექტორისთვის არაერთხელ გადაიდო. თავდაპირველად, ხელისუფლება ამბობდა რომ რეფორმა სექტორზე 2020 წლიდან ამოქმედდებოდა, მოგვიანებით პრემიერის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით თარიღმა 2023 წლამდე გადაიწია, ამჯერად კი 2025 წლამდე.

2017 წელს ბანკებმა მოგების გადასახადის სახით 90.5 მილიონი ლარი გადაიხადეს, 2016 წელს 79.3 მლნ ლარი, ხოლო 2015 წელს კი 67.2 მლნ ლარი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *