ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებული განსხვავებული ისტორიები, ინტერესები და გამოცდილებები – ეს INCOMPASS 2021-ია.
„ფილიპ მორის საქართველოს“ სტაჟირების პროგრამა კომპანიის ყოველწლიური ინიციატივაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები და აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები.
რატომ INCOMPASS 2021?
„ჩვენ გვჯერა, რომ ინდუსტრიებს ქმნიან არა კომპანიები, არამედ – ადამიანები. სწორედ ამიტომ, ადამიანებზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა.“
საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული საუკეთესო ორგანიზაციული კულტურა და გამორჩეული HR პრაქტიკა – ეს ის გარემოა, რომელსაც “ფილიპ მორისი” ახალგაზრდებს სთავაზობს.
INCOMPASS 2021-ის ფარგლებში სტაჟიორები შეძლებენ იმუშაონ მაღალი ორგანიზაციული კულტურით გამორჩეულ კომპანიაში, რომლის მთავარ ღირებულებას ინკლუზიური გარემოს შექმნა და ყველა თანამშრომლის თანასწორი შესაძლებლობებით უზრუნველყოფა წარმოადგენს.
სტაჟირების პროგრამის მეშვეობით, ახალგაზრდები შეძლებენ გახდნენ „ფილიპ მორისის“ გლობალური ქსელის წევრები, მიიღონ პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდთან მუშაობის გამოცდილება, აღმოაჩინონ ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები, იპოვონ საკუთარი თავი და განვითარდნენ როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ დონეზე.
„ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ 70 ქვეყნის 73 500 თანამშრომელს ერთი საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს – შექმნან თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალი და მოახდინონ ცვლილება კაცობრიობის ისტორიაში.
თუ გსურს, გახდე უკეთესი მომავლის შენების მონაწილე, გაინტერესებს გაყიდვები, ფინანსები, ბიზნეს ადმინისტრირება ან კომერციული მიმართულება, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
გაიარე რეგისტრაცია, მოხვდი “ფილიპ მორის საქართველოს” სტაჟირების პროგრამაში და მიიღე საუკეთესო სამუშაო გამოცდილება.
®