ინდოეთში მილიარდერთა რაოდენობა მცირდება

ინდოეთში მილიარდერთა რაოდენობა მცირდება

2018 წლის ბოლოს ინდოეთში მილიარდერთა რიცხვი 10.9%-ით შემცირდა და დღესდღეობით ინდოეთი 106 მილიარდერით არის წარმოდგენილი. შემცირება გამოწვეულია არამდგარდი ეკონომიკური გარემოთი და ფინასნური კრიზისით, ნათქვამია გლობალური ფინანსური მომსახურების კომპანიის UBS-ის და საკონსულტაციო ფირმის PWC- ის დასკვნაში.

ამ თვეში გამოქვეყნებული უახლესი ‘Billionaire Effect’ ის ანგარიშის მიხედვით, ინდოეთის მილიარდერების მთლიანი ქონება შემცირდა 8.6%-ით და 405.3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

“ინდოეთის ეკონომიკამ ფინანსური კრიზისი განიცადა. მომხმარებლების მოთხოვნა შემცირებულია. ნდობის დონე დაეცა და არავის სურს დაბანდება”, – ნათქვამია მოხსენებაში.

ანგარიშის თანახმად, ინდოეთში მთლიანი მილიარდერების 58% სელფმეიდია და მილიარდები მათ მემკვიდრეობით არ მიუღიათ.

აღსანიშნავია, რომ მილიარდერების რიცხვი მთელს მსოფლიოში 57-ით შემცირდა და მათი რაოდენობა 2101 აღწევს. შესაბამისად შემცირებულია მათი ქონებაც 4.3%-ით და $ 8.5 ტრილიონს უტოლდება.

ამასთან, მილიარდერების სიმდიდრე 2013–2018 წლებში 34.5%-ით გაიზარდა, წინა ხუთწლიან პერიოდთან შედარებით.

ანგარიშის თანახმად, ქალი მილიარდერების რიცხვი გასული წლის ბოლოს 46%-ით გაიზარდა 233-მდე, მამაკაცი მილიარდერების ზრდამ კი 39% შეადგინა.

წყარო: livemint