InnovFin - ევროპის საინვესტიციო ბანკის ბიზნესდაფინანსების პროგრამის სიაში საქართველოც შედის

InnovFin - ევროპის საინვესტიციო ბანკის ბიზნესდაფინანსების პროგრამის სიაში საქართველოც შედის

ინოვაციური და დამწყები ბიზნესის დაფინანსების პროგრამაში – InnovFin – ჩართვის შესაძლებლობა უკვე ქართველ მეწარმეებსაც აქვთ. პროგრამას ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) ევროკომისიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. დაფინანსებასთან ერთად, პროგრამა ბიზნესებს საკონსულტაციო მომსახურებასაც სთავაზობს, რომელსაც მათ EIB-ის ჯგუფი უწევს.

დაფინანსების პროგრამა ყველა იმ სექტორს მოიცავს, რომელსაც Horizon 2020 ითვალისწინებს, მათ შორის სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, ტრანსპორტი. EIB პროექტის ფარგლებში, ბიზნესებს საინვესტიციო მოცულობის 50%-ს უფინანსებს. კომპანიას, რომელსაც 250 თანამშრომელზე მეტი ჰყავს, პროგრამაში მონაწილეობის მიღება როგორც მსხვილ კომპანიას შეუძლია.  ასევე, InnovFin-ის გარანტიის მიზანია წაახალისოს ბანკები ან სხვა ფინანსური დაწესებულებები. ინსტრუმენტს მართავს ევროპის საინვესტიციო ფონდი და ხორციელდება ფინანსური შუამავლების – ბანკების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიერ. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით, ფინანსური შუამავლები გარანტიას იღებენ ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ფონდისაგან, რაც ფარავს ამ ინსტრუმენტის ფარგლებში გაცემული სესხებით გამოწვეული შესაძლო დანაკარგების ნაწილს.