მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკები

მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკები

ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა მსოფლიოში ყველაზე დიდია. 18 ტრილიონი დოლარით ის გლობალური ეკონომიკის 24.3%-ს იკავებს.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს ჩინეთი, რომლის მშპ-ც 11 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც გლობალური ეკონომიკის 14,8%-ია. იაპონიის ეკონომიკის წილი გლობალურ ეკონომიკაში 6%-ია, 4,4 ტრილიონი დოლარით. მომდევნო სამი ადგილი ევროპულმა ქვეყნებმა დაიკავეს: გერმანია ($3,3 ტრილიონი), გაერთიანებული სამეფო ($2,9 ტრილიონი) და საფრანგეთი ($2,4 ტრილიონი).

მეშვიდე ადგილს იკავებს ინდოეთი, რომლის ეკონომიკაც მსოფლიო ეკონომიკის 2,8%-ს შეადგენს, მერვე პოზიციაზე იტალიაა. ათეულს ასრულებენ ბრაზილია ($1,8 ტრილიონი) და კანადა ($1,5 ტრილიონი). 

პირველი სამეულიდან გასულ წელს ყველაზე მეტად ჩინეთის ეკონომიკა გაიზარდა, სადაც მშპ-ს ზრდამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 6,7% შეადგინა, ამერიკის შეერთებული შტატებისამ კი 1,6%.

წყარო: weforum.org

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.