საქართველოს სახელმწიფო ვალი 16 მილიარდ ლარს მიუახლოვდა

საქართველოს სახელმწიფო ვალი 16 მილიარდ ლარს მიუახლოვდა

მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 441 მლნ ლარით გაიზარდა და 15.9 მილიარდი ლარი შეადგინა. სექტემბერში გაიზარდა როგორც საგარეო სახელმწიფო ვალი, ასევე საშინაო სახელმწიფო ვალი. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 60 მლნ დოლარით, ხოლო ლარში გამოსახული საგარეო ვალი 391 მლნ ლარით გაიზარდა (თავის წვლილი შეიტანა ლარის გაუფასურებამ). აგვისტოში საშინაო სახელმწიფო ვალი 50 მლნ ლარით გაიზარდა. 

საგარეო ვალის ზრდა მსოფლიო ბანკის და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიმართ დავალიანების ზრდამ განაპირობა. 

30 სექტემბრის მდგომარეობით საგარეო სახელმწიფო ვალი 12.4 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3.5 მილიარდი ლარია. 

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 45%-ია. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 35.6%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6 იყო%.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.