ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 6.9%-მდე გაიზარდა

ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 6.9%-მდე გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.8%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 6.9% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 6.9%-ით გაძვირდა.

ოქტომბერში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: რძე, ყველი და კვერცხი – 2.7%, ხორცი – 2.3%, შაქარი, ბოსტნეული და ბაღჩეული- 1.7%, 0.6%-ით საოჯახო ნივთები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი -5.9%.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ფასები (13.8%-ით) გაიზარდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 13.5%-ით გაძვირდა, ტრანსპორტი 3%-ით. ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 3.2%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 6%-ით გაიაფდა.