ინტერნეტბანკინგი საქართველოში

ინტერნეტბანკინგი საქართველოში

ქართული საბანკო სექტორი საერთაშორისო ციფრულ გამოწვევებს წარმატებით პასუხობს. მათი ნაწილი პრაქტიკულად სრულად გაციფრულდა, ნაწილი კი ისეთ ინოვაციურ პროდუქტებს ნერგავს, რაც მომხმარებელს დისტანციურად ინტერნეტით, თუ მის გარეშე, ოპერაციების განხორციელების საშუალებას აძლევს.

ონლაინ მომხმარებელთა 90%-ზე მეტი თიბისი ბანკსა და საქართველოს ბანკზე მოდის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბანკები, რომლებიც ციფრულ არხებზე გადავიდნენ, 2018-ში უკვე ინტერნეტ- მობაილ- ბანკინგის მომხმარებელთა მზარდი რაოდენობით გამოირჩევიან. მაგალითისთვის, დღეისათვის, ინტერნეტბანკინგით, პროკრედიტ ბანკის მომხმარებელთა 70% სარგებლობს. ვითიბი ბანკის მომხმარებელთა რაოდენობა, 2017 წლის 31 დეკემბერთან შედარებით, დღეს უკვე 20%-ითაა გაზრდილი, 57,201 მომხმარებლამდე. სილქ როუდ ბანკის შემთხვევაში კი მომხმარებელთა რაოდენობა 3.2-ჯერ გაიზარდა, 2,458-მდე.

ციფრულ სამყაროში, ქართულ ბაზარზე ჯერ კიდევ დარჩნენ ზირაათ ბანკი საქართველო და კრედო ბანკი (ყოფილი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია), რომელთაც ჯერ აღნიშნული ონლაინ სერვისი არა აქვთ, თუმცა ბანკებში აღნიშნავენ, რომ მიმდინარეობს პროგრამულ ნაწილზე მუშაობა. ზირაათ ბანკი საქართველო მომხმარებლებისთვის პროდუქტის შეთავაზებას წელს აპირებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.