2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედმა ინტერნეტ პროვაიდერებმა ჯამში 45.6 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიების საცალო შემოსავლები 2.4 მლნ ლარით გაიზარდა.
კომპანიების მიხედვით, ინტერნეტის მომსახურებიდან, კომპანიების შემოსავლები შემდეგნაირად ნაწილდება:
სილქნეტი – 19.9 მლნ ლარი
მაგთიკომი – 23.8 მლნ ლარი
ახალი ქსელები – 1.7 მლნ ლარი
საქართველოში ინტერნეტის 645,104 აბონენტია. კომპანიების მიხედვით, აბონენტების რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება:
სილქნეტი – 278,559
მაგთიკომი- 316,143
ახალი ქსელები – 34,483
CGC – 15,919
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინტერნეტ აბონენტების რაოდენობა 81 738-ით გაიზარდა.
ინტერნეტის ყველაზე მეტი აბონენტი თბილისში ფიქსირდება. კერძოდ, – 342 057 ფიზიკური და 23 189 იურიდიული აბონენტი.
აჭარაში ფიზიკური აბონენტების რაოდენობა 56641-ს შეადგენს, ხოლო იურიდიული აბონენტებისა კი 2830-ს.
იმერეთში ინტერნეტის 75987 ფიზიკური და 3076 იურიდიული აბონენტია. ქვემო ქართლში 61414 ფიზიკური და 1643 იურიდიული აბონენტია. ყველაზე ნაკლები აბონენტი რეგიონების მიხედვით, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო-სვანეთში ფიქსირდება – 807 ფიზიკური და 150 იურიდიული აბონენტით.