ივნისში ფულადი გზავნილები 6 პროცენტით გაიზარდა

ივნისში ფულადი გზავნილები 6 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2019 წლის ივნისში 2018 წლის ივნისთან შედარებით 8.5 მლნ დოლარით, 6%-ით გაიზარდა. ივნისში სულ 144 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც ივნისის თვის რეკორდული მაჩვენებელია.

4.4 მლნ დოლარით შემცირდა გზავნილები რუსეთიდან. რუსეთიდან გზავნილების შემცირება მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო და 6 თვეში 15  მლნ დოლარით (7%-ით) შემცირდა.

ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.5 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 0.4 მლნ დოლარით ნაკლებია 2018 წლის ივნისის მაჩვენებელზე.

იანვარ-ივნისში, ჯამში, 806 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2018 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 8%-ით (60 მლნ დოლარით) მეტია.

ივნისში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, საბერძნეთიდან, ყირგიზეთიდან, პოლონეთიდან და აშშ-დან  ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.

ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ივნისში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი

ქვეყანა

2018 ივნისი

2019 ივნისი

ზრდა

იტალია

15.6

19.3

3.7

საბერძნეთი

13.9

17.1

3.2

ყირგიზეთი

0.6

2.0

1.4

პოლონეთი

1.6

2.9

1.3

აშშ

14.2

15.3

1.1

უკრაინა

2.4

3.3

0.9

საფრანგეთი

1.6

2.4

0.8

ესპანეთი

3.5

4.2

0.7

ყაზახეთი

1.5

2.2

0.7

გერმანია

3.6

4.0

0.4

წყარო: ეროვნული ბანკი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.