ROLLS-ROYCE-ის ორი კლასიკური მოდელი ელექტროგანახლებებს იმატებს.
[MAINPICTURE]
Rolls-Royce-ი უკან, მომავალში ბრუნდება, ეს კი ბრიტანული ავტოკომპანია Lunaz-ის დამსახურებაა, რომელიც კლასიკური ბრიტანული მანქანების ელექტროვერსიებს ქმნის. დევიდ ლორენცის მიერ 2018-ში დაარსებულმა და ინგლისში დაფუძნებულმა Silverstone-მა ეს საქმე ვინტაჟური Jaguar XK120-ებითა და Bentley Continental-ებით დაიწყო, ამას წინათ კი განცხადება Rolls-Royce-ის ორი მოდელის ელექტროვერსიების შესახებ გააკეთა: 1961-ის Phantom V-სა (რომლის ფასი დაახლოებით $657,000-დან იწყება) და ვინტაჟური Silver Clouds-ის (საწყისი ფასი: $450,000).
30 მანქანამდე შეზღუდული Rolls-Royce-ის ვერსიები სამ მოდელს მოიცავს: ოთხკარიან ლიმუზინს, ორკარიან კუპესა და კაბრიოლეტ კუპეს. Phantom V-ის ენერგიას Lunaz-ის 120 კილოვატ/საათიანი ბატარეის კომპლექტი წარმოადგენს, რომელიც 300 მილის დიაპაზონს გვპირდება. ინტერიერს რაც შეეხება, აქ არაერთ თანამედროვე ფუფუნებას ნახავთ, მათ შორის, ე.წ. გასართობი ინფორმაციის სისტემას, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ბარსა და ალპაკას შალის ხალიჩებს იატაკზე. “ელექტრო Rolls-Royce-ისთვის დრო სწორადაა შერჩეული, – ამბობს ლორენცი თავის ელეგანტურ ელ-მანქანებზე. – ეს ჩვენი პასუხია მოთხოვნაზე, რომელიც ლამაზი კლასიკური დიზაინების გაწყვილებას გულისხმობს ელექტროტრანსმისიის იოლად სახმარ, სანდო და მდგრად მახასიათებლებთან“. მართლაც, Lunaz-ის ელექტრომანქანების ელექტრომანქანობა, შესაძლოა, მანქანას ზედ არ ეწეროს, მაგრამ Rolls-Royce-ის ეს საკულტო ექსტერიერები კვლავაც ერთ სიამოვნებად ღირს.