ირაკლი კობახიძის თქმით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული დეველოპერული კომპანია EMAAR საქართველოში $6-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს, თუმცა ის შეთანხმების შესახებ დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებს, რაც საზოგადოებაში ეჭვებს ბადებს. გარდა ამისა, შეთანხმებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუვრცელებია EMAAR-საც.
„დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უპრეცედენტო ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს. ეს არის 6 მილიარდის მოცულობის ინვესტიცია, რომელსაც განახორციელებს საინვესტიციო მიმართულებით გამორჩეული გამოცდილების მქონე კომპანია – EMAAR ჯგუფი“, – განაცხადა კობახიძემ საამიროების პრეზიდენტ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან შეხვედრის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ დასავლეთის სანქციებისა და ფინანსური დახმარებების შეჩერების პარალელურად, „ქართული ოცნება“ პარტნიორობის გაღრმავებას აღმოსავლეთის ქვეყნებთან ცდილობს. საამიროებში ვიზიტიც ამას ერთ-ერთი მაგალითია.
ცნობისთვის, EMAAR 1997 წელს დაფუძნდა. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მესამე მხარის მიერ შესრულებული შეფასების საფუძველზე, კომპანია 48.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივებს ფლობს.