კომპანია SES-მა RR MEDIA-იისა და SES PLATFORM SERVICES-ის გაერთიანებაზე განაცხადა

კომპანია SES-მა RR MEDIA-იისა და SES PLATFORM SERVICES-ის გაერთიანებაზე განაცხადა

ორი კომპანიის გაერთიანება ხელს შეუწყობს და გააფართოვებს SES-ის არსებული ვიდეო შესაძლებლობების მიწოდებას მომხმარებლამდე.

სატელიტურმა კომპანია SES S.A.-იმ (Euronext Paris and Luxembourg Stock Exchange: SESG) დღეს განაცხადა, რომ ორი კომპანიის –  წამყვანი გლობალური ციფრული მედია სერვისების პროვაიდერი „RR Media“-ს (NASDAQ: RRM) და მისი შვილობილი კომპანიის, “SES Platform Service”-ის გაერთიანება წარმატებით განხორციელდა.

SES-მა კომპანია “RR Media”-ს თითოეული აქცია 13,291 აშშ დოლარად შეიძინა, ხოლო კომპანიის სრულმა ღირებულებამ 242,2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.  ამ ეტაპზე გარიგება დასრულებულია და ყველა საჭირო ნებართვა მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან მიღებულია.

ახალი გაერთიანებული კომპანია MX1-ის სახელით დაიწყებს ოპერირებას. იგი ხელს შეუწყობს და გააფართოვებს SES-ის ამჟამინდელ ვიდეო შესაძლებლობების მიწოდებას და მოახდენს ვიდეო სერვისების მონეტიზებას სხვადასხვა პლატფორმებისათვის. კომპანია MX1 გამოიყენებს ორივე კომპანიის გლობალურ ქსელებსა და Cloud ტექნოლოგიებს იმისათვის, რომ გააგრძელოს მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი მედია საშუალებებისათვის ინოვაციური ციფრული ვიდეო და მულტიმედია გადაწყვეტილებების სრული კომპლექტის შეთავაზება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს SES-ის, როგორც ლიდერის პოზიციონირებას   გლობალურ ვიდეო ბაზარზე.

MX1-ი ითანამშრომლებს წამყვან მედია ბიზნესებთან იმისათვის, რომ გარდაქმნას კონტენტი შესაბამისად და ხელმისაწვდომი გახადოს ის ფართო აუდიტორიისათვის მსოფლიო მასშტაბით, ამასთან, მისცეს მაყურებელს ისეთი ვიდეო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა, როგორიცაა ოპტიმიზირებული კონტენტის მართვა და სადისტრიბუციო მომსახურებები.

MX1 მოახდენს 1000-ზე მეტი სატელევიზიო არხის ტრანსლაციას და მიწოდებას მომხმარებლამდე, 440 არხის playout სერვისის მართვასა და 120-ზე მეტი წამყვანი VOD (ვიდეო მოთხოვნით) პლატფორმისათვის სინდიკატური კონტენტის მიწოდებას. ამჟამად, მსოფლიოში ახალი კომპანიის 16 ოფისია წარმოდგენილი, რომელშიც  ექვსი სახელმწიფო მედია ცენტრი ფუნქციონირებს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით ადამიანთან  იყოს დაკავშირებული.

MX1-ის აღმასრულებელ დირექტორად ავი კოენი დაინიშნა, რომელიც ადრე კომპანია         „RR MEDIA”-ს აღმასრულებელი დირექტორი იყო.  გერმანიაში HD პლატფორმაზე პასუხისმგებელი SES-ის კიდევ ერთ შვილობილ კომპანია – HD PLUS-თან ერთად, MX1 გახდება “SES Media Solutions”-ის ნაწილი, რომელსაც ვილფრიდ ურნერი უხელმძღვანელებს.

“ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ახალი გაერთიანებული კომპანია MX1-ი გამოიყენებს ძირითად ბაზრებზე მიღებულ გამოცდილებას და მიღწეულ წარმატებას იმისათვის, რომ განავითაროს და გააფართოვოს შეთავაზებული პროდუქტების პორტფელი“ – აღნიშნავს ვილფრიდ ურნერი, „SES Media Solutions“-ის აღმასრულებელი დირექტორი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *