სს “კრედო ბანკი” სს “ფინკა ბანკის” შესყიდვას გეგმავს – ამის შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა. განაცხადის თანახმად, “კრედო ბანკი” “ფინკა ბანკის” 100%-იანი წილის ყიდვას აპირებს. ტრანზაქცია ეროვნული ბანკის რეგულირებას ექვემდებარება. მისი თანხმობის შემთხვევაში საქართველოში კომერციული ბანკების რაოდენობა 14-მდე შემცირდება.
“საქართველოს ეროვნულმა ბანკმა“, სს “კრედო ბანკის” მომართვის საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სს “კრედო ბანკის” მიერ სს “ფინკა ბანკი საქართველოს” აქციების 100%-ის შეძენის ტრანზაქციის (კონცენტრაციის) კონკურენტულ გარემოსთან შეფასების შესახებ.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ დაგეგმილი ტრანზაქციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ მოსაზრებები წარმოადგინონ 2021 წლის 28 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: concentration@nbg.gov.ge
აქვე გაცნობებთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის თაობაზე გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში”, – ნათქვამია დოკუმენტში.
რა ზომის არის “კრედო” და “ფინკა” ბანკები?
2020 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, “კრედო ბანკის” აქტივების მოცულობაა 1.35 მილიარდი ლარი, რითაც საბანკო სისტემაში რიგით მერვე ადგილს იკავებს. “ფინკა ბანკის” აქტივების ზომა კი 287 მილიონი ლარია და ამ მაჩვენებლით საბანკო სისტემაში მეცამეტე ადგილზეა.
“კრედო ბანკის” მფლობელები არიან:
1. CDC Group PLC (UK) 7,12%
2. European Investment Bank (Luxembourg) 7,12%
3 .International Finance Corporation (USA) 8,96%
4 .Kreditanstalt für Wiederaufbau (Germany) 7,65%
5 .LFS Advisory GmbH (Germany) 14,31%
6 .Dr. Bernd Zattler (Germany) 8,59%
7 .Omidyar Tufts Microfinance Fund (USA) 6,75%
ბანკის წმინდა მოგება 2020 წლის განმავლობაში – 10.9 მილიონი ლარი.
“ფინკა ბანკის” მფლობელები არიან:
1.FINCA Microfinance Holding Company LLC (Delaware, USA) 99 Voting right of FINCA Microfinance Coöperatief U.A.;
2.FINCA International, Inc (New York, USA) 62.89% of FINCA Microfinance Holding Company LLC (Delaware, USA);
3.International Finance Corporation (IFC) 14.27% of FINCA Microfinance Holding Company LLC (Delaware, USA);
4.KfW 8.87% of FINCA Microfinance Holding Company LLC (Delaware, USA);
5.FMO (Nederlandse Financierings Maatschappij voor Ontwikkelingslanden N.V) 7.25% of FINCA Microfinance Holding Company LLC (Delaware, USA);
ბანკის წმინდა მოგება 2020 წლის განმავლობაში – 0.6 მილიონი ლარი.