კვლევა: ყველაზე წარმატებული ანტრეპრენიორები საშუალო ასაკის ადამიანები არიან

კვლევა: ყველაზე წარმატებული ანტრეპრენიორები საშუალო ასაკის ადამიანები არიან

აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიუროს კვლევის თანახმად, რომელიც MIT-ის პროფესორების ჩართულობით მიმდინარეობდა, ყველაზე წარმატებული ანტრეპრენიორები საშუალო ასაკის ადამიანები არიან. კვლევის ფარგლებში 2.7 მლნ კომპანიის დამფუძნებელთა სია გამოიკვლიეს, რომლის მიხედვით კომპანიის დაარსების პერიოდში დამფუძნებლები საშუალოდ 41.9 წლის იყვნენ.

კვლევის ძირითადი დასკვნები შემდეგნაირია:

  • ალბათობა, რომ 50 წლის მეწარმე 30 წლის ანტრეპრენიორთან შედარებით წარმატებულ ბიზნესს შექმნის, 2.2-ჯერ უფრო მეტია.
  • ალბათობა, რომ 40 წლის სტარტაპის დამფუძნებელი 25 წლის ანტრეპრენიორთან შედარებით სტარტაპს წარმატებულ ბიზნესად აქცევს, 2.1-ჯერ მეტია.

კვლევის ავტორების მიხედვით, ამგვარი დასკვნების მიღმა ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ გადამწყვეტი გამოცდილებაა, ანუ ის, რაც იდეების ეფექტიანად განხორციელების საშუალებას იძლევა. მკვლევრების აზრით, გამოცდილებასთან ერთად ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღებაც შედარებით მარტივი ხდება.