კვლევის თანახმად, ცენტრალური ბანკები და სიმდიდრის ფონდები უფრო ეკომეგობრულები ხდებიან

კვლევის თანახმად, ცენტრალური ბანკები და სიმდიდრის ფონდები უფრო ეკომეგობრულები ხდებიან

ფინანსური ინსტიტუტების ქცევის ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური კვლევის თანახმად, კოვიდ-19-ის პანდემიამ ცენტრალური ბანკები და დამოუკიდებელი სიმდიდრის თუ საჯარო საპენსიო ფონდები უფრო ეკომეგობრულები გახადა. გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტები უფრო აქტიურ საინვესტიციო სტრატეგიებს მიმართავენ.

Official Monetary and Financial Institutions Forum (OMFIF)-ის მიერ ჩატარებული გლობალური საჯარო ინვესტორების კვლევის შედეგად 7 ტრილიონი აშშ დოლარის ბრუნვის მქონე 102 ფინანსური ინსტიტუტის სტრატეგია გაანალიზდა. მიზანი კი პანდემიისა და სხვა გრძელვადიანი ფაქტორების ამ ინსტიტუციებზე გავლენის დადგენა იყო.

გარდა ამისა, კვლევა კარგად აჩვენებს, თუ რა გავლენას ახდენს ეკოლოგიური, სოციალური თუ მმართველობითი ფაქტორები ინსტიტუტთა საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე.

OMFIF-ის მთავარი ეკონომისტის განცხადებით, წლის დასაწყისში არსებობდა მოლოდინი, რომ ფინანსური ინსტიტუტები საკუთარი ბრუნვის გასაჯანსაღებლად მოკლევადიან სტრატეგიებს აირჩევდნენ. თუმცა რეალურმა სურათმა აჩვენა, რომ საფინანსო სისტემები ისეთ საკითხებზეც ღელავენ, რომლებიც ფინანსური სამყაროს ფოკუსს გარეთაა.

OMFIF-ის კვლევის ფოკუსჯგუფის სამიზნეს 60%-ს ცენტრალური ბანკები წარმოადგენდნენ. შესაბამისად, იმისდა მიუხედავად, რომ ინვესტიციები აქციებში თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ცოტა იყო, მწვანე სტრატეგიები მაინც ყველაზე პოპულარულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებად რჩებოდა.

საინტერესოა, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა მრავალ სახელმწიფოში სწორი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკით დაიწყო. მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი ინსტიტუტი კი ქვეყნის ეროვნული ბანკია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *