ლაგარდი: საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების ძლიერ ნიშნებს აჩვენებს

ლაგარდი: საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების ძლიერ ნიშნებს აჩვენებს

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები განიხილეს  

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოში არსებული ეკონომიკური ტენდენციები და ხაზი გაესვა მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით მიღწეულ პროგრესს. 

“საქართველოს პრემიერთან განვიხილე ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია იმ ეკონომიკური რეფორმების პროგრამით, რომელიც დაფინანსებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. საქართველოს ეკონომიკა გამოჯანსაღების ძლიერ ნიშნებს აჩვენებს, რომელსაც მხარს უჭერს მიმდინარე მაკროეკონომიკური პოლიტიკა. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს ამბიციური რეფორმების გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტირებას, განათლებას და გააძლიერებს მის კონკურენტუნარიანობას.  მთავარი მიზანი კი არის მდგრადი და ინკლუზიური ზრდა, რომლისგან სარგებელსაც ყველა ქართველი მიიღებს. IMF მხარს უჭერს საქართველოს და მის მოსახლეობას. ძალიან კარგი დისკუსია შედგა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით მიღწეულ წინსვლაზე და მიმდინარე რეფორმებზე. დაწვრილებით ვისაუბრეთ საგანმანათლებლო სისტემაში კაპიტალდაბანდების შექმნის პროექტზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრს აღვუთქვი, რომ მთელი გულისყურით შევისწავლით მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და განათლების სფეროში შესატყვისი ინვესტიციის ერთობლიობას, რათა ამ განზრახვისთვის გონივრული ფისკალური სივრცე იქნეს უზრუნველყოფილი”, – განაცხადა ლაგარდმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *