ლარის კურსი ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 3 აპრილს ერთ დოლარი 2.2451 ლარი ეღირება, ხოლო ერთი ევრო 2.4292 ლარი.
სავალუტო ჯიხურებში დოლარის შესასყიდი კურსი 2.25-2.26-მდე გაიზარდა, ხოლო კომერციულ ბანკებში 2.28-მდეა.
კურსის გაუფასურების ტენდენციის გაგრძელება მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს ექსპორტი და უცხოეთიდან ფულადი გზავნილები შემცირებას განაგრძობს.