დღეს, 1 დეკემბერს, ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2.5871-ის დონეზე განსაზღვრა, რაც ბოლო ერთ დღეში 5 თეთრიან გაუფასურებას ნიშნავს. ევროს მიმართ ლარის ოფიციალური კურსი 2.7491-ის დონეზე განისაზღვრა.
დღეს ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟაზე ლარის კურსმა დოლარის მიმართ 2.66-ს მიაღწია, ხოლო სავალუტო ჯიხურებში და ბანკებში 2.70-საც კი გადასცდა. შუადღის შემდეგ კურსმა გამყარება დაიწყო და ამ დროისთვის ბანკთაშორის ბირჟაზე ლარის კურსი 2.56-ია.
გრაფიკი: ლარის კურსი მერყეობა 1 დეკემებრს