ლიბერთი ბაზარზე ახალი პროდუქტების დანერგვას იწყებს

ლიბერთი ბაზარზე ახალი პროდუქტების დანერგვას იწყებს

ლიბერთი ბანკმა საქართველოს ბაზრისთვის სრულიად ახალი და უნიკალური საკრედიტო ბარათი „ახალი“ წარადგინა, რომელიც განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს.

„ახალი“ ბარათი მათთვის შეიქმნა, ვისაც სურს სწორად მართოს თავისი ფინანსები, შეუფერხებლად გააკეთოს შენაძენი ნებისმიერ დროს და რაც მთავარია, დახარჯული თანხიდან სოლიდური „ქეშბექი“ დაიბრუნოს.

ყოველი თვის დასაწყისში მომხმარებელს შეუძლია წინასწარ აირჩიოს  სასურველი კატეგორია: ჯანმრთელობა და სილამაზე, სურსათი, კვება, ავტო, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, გართობა. არჩეულ კატეგორიაში ისინი მიიღებენ მუდმივ 5%-მდე ქეშბექს. ხოლო,  თუ არჩეულ კატეგორიის ფარგლებში ლიბერთის პარტნიორი 400-ზე მეტი კომპანიაც მოხვდება, მაშინ კატეგორიის ქეშბექს პარტნიორის ქეშბექიც დაემატება და ბარათის მფლობელი, ჯამში, უპრეცედენტოდ მაღალ სარგებელს მომენტალურად მიიღებს.

ახალი ბარათიდან ლიმიტის გამოყენებისას მოქმედებს 55-დღიანი საშეღავათო პერიოდი. თუ ათვისებული თანხის დაბრუნება 55 დღეში არ სურს, მომხმარებელი მხოლოდ ერთი სახის ფიქსირებულ გადასახადს გადაიხდის ყოველთვიურად, მის მიერვე არჩეულ სასურველ რიცხვში. ფიქსირებული გადასახადი, ფიქსირებულ რიცხვში ძალიან მარტივს ხდის ბარათის მოხმარებას.

ლიბერთის გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი: ჩვენი  გუნდის მიზანია, გავამარტივოთ საბანკო მომსახურებები, ვიზრუნოთ ადამიანებზე, მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე და, ამ გზით, გავაუმჯობესოთ ჩვენი მომხმარებლის ცხოვრება.

სერიით  „ახალი“ ჩვენ წარვადგინეთ ბარათი, რომელიც არის უნიკალური როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში. ეს არის ყველაზე მარტივი პროდუქტი, რაც კი არსებობს ბაზარზე საკრედიტო ბარათებს შორის და 18+ სეგმენტზეა გათვლილი.

მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ლიბერთის  სტრატეგიის წარდგენის შემდეგ,  ახალი ბარათი არის ლიბერთის ახალი პროდუქტების სერიის პირველი ნაბიჯი. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და დღეიდან,  მუდმივად გვექნება სიახლეები ჩვენი მომხმარებლისთვის პროდუქტების მიმართულებით.

ლიბერთიმ ახალი ბარათი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით და ქართველი მომხმარებლების საჭიროებების მიხედვით შექმნა.

ლიბერთის საცალო სეგმენტის და პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა ჯიბლაძე: „ახალი“ ბარათის ლიმიტი  300-დან 5000 ლარამდეა. პროდუქტი განკუთვნილია ფიზიკური პირებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ბარათით წლის ბოლოს უკვე ის ადამიანებიც ისარგებლებენ, ვინც თვითდასაქმებულია ან არარეგულარული სახით იღებენ გარკვეულ შემოსავალს.

ლიბერთი, წლის ბოლომდე, რა თქმა უნდა, ისევ მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ, ახალ პროდუქტებს კიდევ წარადგენს.  მთელი 2022 წელი დაეთმობა ახალ სერიას.“

„ახალი“ ბარათის მიღება შესაძლებელია ლიბერთის ფილიალებსა და სერვისცენტრებში, ასევე ინტერნეტ ბანკით – ლიბერთის მომხმარებლისთვის.