ლუკა პოლარე აღმაშენებელზე

ლუკა პოლარე აღმაშენებელზე

კაფე-სანაყინეების ქსელი ლუკა პოლარე ზაფხულის დადგომას მნიშვნელოვანი სიახლით შეხვდა: 7 ივნისს კომპანიამ მეოთხე ფილიალი გახსნა, აღმაშენებლის გამზირის 125 ნომერში.

ლუკა პოლარე გაფართოებას ახალი პროდუქტით აღნიშნავს. ყველა საფირმო პროდუქტის გარდა აღმაშენებლის ფილილაში წარმოდგენილი იქნება „პოლარული იოგურტი“ – ცივი, ე.წ. ფროზენ იოგურტი მრავალრიცხოვანი ტოპინგებით. „პოლარული იოგურტი“ კომპანიის სხვა პროდუქტების მსგავსად განსაკუთრებული რეცეპტით მზადდება და ლუკა პოლარეს შემოქმედებას წარმოადგენს. ის გამოირჩევა დაბალკალორიულობით და მსუბუქი, არომატული გემოთი.

ახალ პროდუქტთან ერთად კომპანია ახალ სერვისსაც გვთავაზობს: ყველა სტუმარს თავად შეეძლება ჩამოასხას იოგურტი სასურველი ზომის ჭიქაში და საკუთარი გემოვნებით შექმნას უნიკალური პროდუქტი მრავალრიცხოვან ტოპინგებთან კომბინაციით. ცივი იოგურტის ყველა მოყვარულს შეეძლება თვითონ გადაწყვიტოს როგორი იქნება მისი საყვარელი „პოლარული იოგურტი“.

შეგახსენებთ რომ ლუკა პოლარე ქართულ ბაზარზე 2008 წელს გამოჩნდა და მისი საფირმო პროდუქტებია: ბუნებრივი ინგერდიენტებით და იტალიური რეცეპტით დამზადებული ყოველდღიურად ახალი ნაყინი, უმაღლესი ხარისხის ყავა და გამაგრილებელი სასმელი,

ნამცხვრები, სალათები და ხილის ფრეშები და „პოლარული იოგურტი“.

Forbes Georgia ადრეც წერდა ლუკა პოლარეზე – 2013 წლის ივლისის ნომერში გამოქვეყნდა Cover Story „ლუკა პოლარეს“ და მის მფლობელ სიმონ გროსის შესახებ.