მაისში ბანკების მიერ გაცემული სესხები 966 მილიონი ლარით გაიზარდა

მაისში ბანკების მიერ გაცემული სესხები 966 მილიონი ლარით გაიზარდა

2019 წლის მაისში, წინა თვესთან (აპრილთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 262 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 85 მლნ დოლარით გაიზარდა. ლარის კურსის გაუფასურების გამო, ლარში გამოსახული უცხოური ვალუტით სესხები 704 მლნ ლარით გაიზარდა. პირველი ივნისის მდგომარეობით, ორივე ვალუტაში ერთად 27.9 მილიარდი ლარის სესხია ბანკების მიერ გაცემული. აქედან, 12.1 მილიარდი ლარშია გაცემული.

მაისში ბანკების მიერ გაცემული სამომხმარებლო სესხები 43.5 მლნ ლარით გაიზარდა. ზრდა ძირითადად ლარში გაცემულ გრძელვადიან სესხებზე მოდის.

ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 1.7 მილიარდი ლარით არის გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 511 მლნ დოლარით. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 56.5%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 54.9% იყო.

2019 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 0.1% პუნქტით გაიზარდა და 14.8% შეადგინა. უხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი მაისში განაკვეთი არ შეცვლილა და 7.3% შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *