მაისში არარეზიდენტების მფლობელობაში ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ 697.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე დაახლოებით 15.1 მლნ ლარით მეტია. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
მიმოხილვის მიხედვით, მაისში აპრილთან შედარებით მთავრობის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილი გაიზარდა და 12.8%-ით განისაზღვრა. ამასთან, ეროვნული ბანკის ხელთ არსებული სახაზინო ფასიანი ქაღალდების წილმა, აპრილში 20.7%-ის შემდეგ, 2021 წლის მაისში 22.8% შეადგინა.
ამასთან, როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, სახაზინო ფასიანი ქაღალდების ფლობაში უდიდესი წილი, 63.2%-ით, კვლავ ბანკებზე მოდიოდა.
„თიბისი კაპიტალმა“ ტრადიციულად სხვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ტენდენციებიც მიმოიხილა. მაგალითად, ეროვნული ბანკის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები, რამაც 2021 წლის მაისის მონაცემებით, 4.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ეს წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 0.4%-ით მეტია, ხოლო წინა წლის მაისის მაჩვენებელს 15.6%-ით აღემატება.