საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის მაისში, წინა წლის მაისთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა. ხუთი თვის ჯამში, იანვარ-მაისში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი -5.4%-ია.
2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა. 2020 წლისთვის საქართველოს მთავრობა 4%-ით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი საქართველოს ეკონომიკის 4.8%-ით შემცირებას პროგნოზირებს. გარკვეული ორგანიზაციების პროგნოზით, კლება შესაძლოა -5.5%-მდე იყოს.
გრაფიკი: საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები: