მაისში საქართველოს ექსპორტ-იმპორტი შემცირდა

მაისში საქართველოს ექსპორტ-იმპორტი შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის მაისში, 2015 წლის მაისთან შედარებით, საქართველოს საქონლის ექსპორტი 11.6%-ით (23 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 14%-ით (98 მლნ დოლარით) შემცირდა. თუმცა, თუ მიმდინარე წლის აპრილის ექსპორტს 2014 წლის აპრილს შევადარებთ, 29%-ით (72 მლნ დოლარით) არის შემცირებული. ექსპორტი ჩამორჩება 2013, 2012 და 2011 წლების მაჩვენებელსაც.

2016 წლის მაისში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 172.3 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 608.6 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 780.8 მლნ დოლარია, რაც 2015 წლის მაისის უარყოფით ბალანსზე 121 მლნ დოლარით ნაკლებია.

იანვარ-მაისის ჯამურ მაჩვენბელს რაც შეეხება, ექსპორტი 12%-ით არის შემცირებული, ხოლო იმპორტი 8%-ით არის გაზრდილი.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 20 ივნისს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.