მაისში უცხოური ვალუტის რეზერვები 79 მილიონი დოლარით გაიზარდა

მაისში უცხოური ვალუტის რეზერვები 79 მილიონი დოლარით გაიზარდა

2017 წლის მაისში, წინა თვესთან, აპრილთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 79 მილიონი დოლარით (3.1%-ით) გაიზარდა. ბოლო ერთ წელიწადში კი 257 მილიონი დოლარით (11%-ით) არის გაზრდილი. 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან (როდესაც ლარის კურსის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა) 2017 წლის მაისის ჩათვლით სავალუტო რეზერვები 263 მილიონი დოლარით (9%-ით) არის შემცირებული.

2017 წლის 31 მაისის მდგომარეობით საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვებმა 2.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 1.9 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 697 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.

გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვების ტენდენცია, მილიონი აშშ დოლარი