მარტში საქართველოს ეკონომიკა 4 პროცენტით გაიზარდა

მარტში საქართველოს ეკონომიკა 4 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის მარტში, წინა წლის მარტთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა. სამი თვის ჯამში, იანვარ-მარტში საქართველოს ეკონომიკის კლების ტემპი 4.2%-ია.

2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა. 2021 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი საქართველოს ეკონომიკის 3.5%-ით ზრდას პროგნოზირებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *