მარტში უცხოური ვალუტის რეზერვები 22 მილიონი დოლარით გაიზარდა

მარტში უცხოური ვალუტის რეზერვები 22 მილიონი დოლარით გაიზარდა

2016 წლის მარტში საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 22 მილიონი დოლარით (1%-ით) გაიზარდა. 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან (როდესაც ლარის კურსის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა) 2016 წლის მარტის ჩათვლით სავალუტო რეზერვები 638 მილიონი დოლარითა (22%-ით) არის შემცირებული.

2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვმა 2.249 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 1.5 მილიარდი ლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 0.7 მილიარდი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.

გრაფიკი – უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვების ტენდენცია, მლნ აშშ დოლარში:

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *