მარცხი - ნაბიჯი ბიზნესლიდერობისკენ: ქალების გამოცდილება Fuckup Nights-ზე

მარცხი - ნაბიჯი ბიზნესლიდერობისკენ: ქალების გამოცდილება Fuckup Nights-ზე

როგორია მარცხი, რომელიც ბიზნესლიდერობისკენ ნაბიჯის გადადგმასა და მნიშვნელოვან მოტივაციას ნიშნავს — ქალები, რომლებიც ბიზნესში წარმატებით საქმიანობენ, აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას კლუბ „მტკვარზე“, Fuckup Nights-ის ფორმატით გაუზიარებენ.

ღონისძიებაში, რომელსაც სტარტაპ ბიურო და იმპაქტ ჰაბ თბილისი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ლიბერთის მხარდაჭერით გამართავენ, 5 ქალი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნებიან: ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრის, “კამარას” დამფუძნებელი და თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი ნათია ფანჯიკიძე, კლუბის „მტკვარზე“ დამფუძნებელი ქეთა გაბუნია, „ლიბერთის“ HR და ადმინისტრაციის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ჩიხლაძე, „აჭარა ჯგუფის“ დირექტორი ნინო კვერნაძე და ღონისძიებების მართვისა და მარკეტინგული აქტივობების ორგანიზების კომპანიის, ALICE Q-ს თანადამფუძნებელი ირინა ეგაძე.  ღონისძიების მოდერატორია ნინო ზაუტაშვილი, სოციალური ტოქ-შოუს წამყვანი – საქართველოს პირველ არხზე.

ისტორიებით, რომლებსაც მონაწილეები დამსწრეებს უამბობენ, კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ საქმიანობისას გადალახულ წინაღობებს და შეეცდებიან, ამ მაგალითებით მოტივაცია სხვა ქალებსაც მისცენ.

Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერიაა, რომელთა დახმარებითაც ადამიანები საკუთარი პროფესიული მარცხის ისტორიებს ჰყვებიან. მოძრაობა 2012 წელს, მექსიკაში დაიწყო და ამჟამად მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს. თვეში ერთხელ 3-4 სპიკერი სხვადასხვა ადგილას იკრიბება და აუდიტორიას საკუთარ პროფესიულ წარუმატებლობას უზიარებს. ეს არის გამოცდილება, რომელიც ეხმარება ადამიანებს, დარწმუნდნენ, რომ მარცხი დასასრული არ არის, პირიქით: ის კარგი გამოცდილებაა. მით უმეტეს, რომ ზოგჯერ საუკეთესო ამბები სწორედ ერთი შეხედვით არასწორი გადაწყვეტილებებით იწყება.

Fuckup Nights Tbilisi vol. 25: Women in Business -ის მხარდამჭერები არიან Grant Thornton Georgia, ლურჯი ოკეანე, აქსელი – საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, ლურჯი ოკეანე, ქარი და Snap Fitness.

მედია მხარდამჭერები: Forbes Georgia, Entrepreneur Georgia, imitom.ge, AT.ge და BPN.ge. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერა პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *