მედიასააგენტო The Information-ის ინფორმაციით, ზაფხულში Meta Platforms-ი ხელოვნური ინტელექტის ენის მოდელის ახალი ვერსიის, Llama 3-ის გაშვებას გეგმავს. ხელოვნური ინტელექტის ენის ახალი ვერსია მომხმარებლების შეკითხვებზე უკეთესი პასუხების გაცემას ისახავს მიზნად.
აღნიშნული ინიციატივა Meta-ს ხელოვნური ინტელექტის ახალი პლატფორმის, LLM-ის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის. გარდა ამისა, კომპანიას კონკურენტებთან ბრძოლაშიც დაეხმარება.
შეგახსენებთ, Google-მა საკუთარი ახალი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა, Gemini AI, რომელსაც ვიზუალური მასალების დამზადება შეეძლო, გაურკვეველი დროით შეაჩერა. შეჩერების მიზეზი ხელოვნური ინტელექტის მიერ არაზუსტი მასალების გენერირება გახდა.
ამჟამად Meta ხელოვნური ინტელექტის ენად Llama 2-ს იყენებს. ჩატბოტები კი სოციალურ პლატფორმებზე საკამათო კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავს იკავებენ. მაგალითად, კითხვაზე, თუ როგორ დავაზიანოთ ავტომობილის ძრავა, Llama 2 ვერსია პასუხს არ გცემთ. თუმცა Llama 3 ხელოვნური ინტელექტის ენა ამ კითხვაზე გიპასუხებთ, თუ როგორ უნდა გათიშოთ/გამორთოთ ავტომობილის ძრავა.
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით თავად Meta-ს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.