Microsoft-ი Activision Blizzard-ს $68.7 მილიარდად ყიდულობს

Microsoft-ი Activision Blizzard-ს $68.7 მილიარდად ყიდულობს

Microsoft-ი ვიდეოთამაშების ინდუსტრიის ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშეს, Activision Blizzard-ს $68.7 მილიარდად ყიდულობს – ეს გარიგება Microsoft-ის ისტორიაში უმსხვილესია. გარიგების შედეგად, რომელიც სრულად ნაღდი ფულით სრულდება, ვიდეოთამაშებიდან შემოსავლით Microsoft-ი მსოფლიოს მესამე უმსხვილესი კომპანია გახდება. ცნობისთვის, ბოლო დროს, Activision Blizzard-ი რამდენიმე უსიამოვნებაშიც გაეხვა – სამუშაო გარემოში არაშესაფერისი ქცევის ბრალდებით კომპანია არაერთმა აღმასრულებელმა დატოვა.

თუკი გარიგება შედგება, Microsoft-ის Minecraft-ს, Doom-სა და Xbox-ის გარშემო არსებულ ვიდეოთამაშების ბიზნესს ვიდეოთამაშების ისეთი საკულტო ფრენჩაიზები დაემატება, როგორებიცაა Call of Duty, World of Warcraft-ი და Candy Crush-ი. ამგვარად, ვიდეოთამაშების მწარმოებელ კომპანიებს შორის Microsoft-ი შემოსავლით მესამე კომპანია იქნება – ჩინური Tencent Holding-ისა და იაპონური Sony Group-ის შემდეგ.

ზემოთხსენებული პრობლემების ფონზე, Activision Blizzard-ის აქციათა ფასი 30%-ით იყო შემცირებული, რამაც Microsoft-ის მიერ ვიდეოთამაშების კომპანიის შეფასებაზე საკუთარი გავლენა მოახდინა. ცნობისთვის, მას მერე, რაც The Wall Street Journal-მა ამ გარიგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, Activision-ის აქციათა ფასმა 38%-ით იმატა, მაგრამ Microsoft-ის აქციათა ფასმა 1.6%-ით იკლო.

აუცილებლად უნდა გავიხსენოთ Microsoft-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, სატია ნადელას მიზნები: მას მერე, რაც 2014 წელს, ინდოელმა აღმასრულებელმა ეს თანამდებობა დაიკავა, კომპანიამ $10მილიარდზე მეტი დახარჯა ვიდეოთამაშების ათიოდ მწარმოებლის შესასყიდად – ამ გარიგებების შედეგად, Microsoft-მა ხელში ჩაიგდო Minecraft-ი და Doom-ი. როგორც უკვე აღინიშნა, ეს გარიგება Microsoft-ის ისტორიაში – უმსხვილესია. ამ დრომდე, ამ წოდებას 2016 წელს განხორციელებული ტრანზაქცია იკავებდა, რომლითაც Microsoft-მა LinkedIn Corp.-ი შეიძინა, $26 მილიარდად.

თავისთავად ცხადია, რომ შეუძლებელია ეს გარიგება კონტექსტის გარეშე მიმოვიხილოთ: პანდემიისა და გლობალური კარჩაკეტილობის ფონზე, ვიდეოთამაშების ინდუსტრიამ ერთგვარი ბუმი განიცადა, რასაც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში არსებულმა ორმა ტრენდმა – „ქლაუდმა“ და მეტავერსმა ზრდაში კიდევ უფრო დაეხმარა.

დატოვე კომენტარი

4 კომენტარი

  1. […] გასულ კვირას გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, უორენ ბაფეტის კერძო კაპიტალის კომპანია, Berkshire Hathaway-ი, ვიდეოთამაშების მწარმოებლის, Activision Blizzard-ის $975 მილიონად შეფასებულ 14.7 მილიონ აქციას ფლობდა – გამოდის, რომ ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ინვესტორმა კომპანიის აქციები მანამ იყიდა, სანამ მას Microsoft-ი რეკორდულ $68.7 მილიარდად შეიძენდა. […]

  2. […] გასულ კვირას გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2021 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, უორენ ბაფეტის კერძო კაპიტალის კომპანია, Berkshire Hathaway  ვიდეოთამაშების მწარმოებლის, Activision Blizzard-ის $975 მილიონად შეფასებულ 14.7 მილიონ აქციას ფლობდა – გამოდის, რომ ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ინვესტორმა კომპანიის აქციები მანამ იყიდა, სანამ მას Microsoft-ი რეკორდულ $68.7 მილიარდად შეიძენდა. […]

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.