მსოფლიოს 21-მა უმდიდრესმა ადამიანმა 2023 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ჯამში 9 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა. 2022 წლის საფონდო ბირჟის არასახარბიელო ტენდენციების შემდეგ, როგორც ჩანს, 2023 წელს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები აქციების გაყიდვებით დაინტერესდნენ. სტატიაში წარმოგიდგენთ იმ მილიარდერებს, რომელთაც წელს ყველაზე მეტი აქციები გაყიდეს.
2022 წლის ივნისში Airbnb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მილიარდერმა ჯო გებიამ, გადადგომიდან დღემდე, კომპანიის 7.3 მილიონი აქცია გაყიდა, რისი ღირებულებაც გადასახადების გარეშე $890 მილიონს შეადგენს. ეს რაოდენობა Airbnb-ის აქციების დაახლოებით 40%-ს შეადგენს. როგორც ჩანს, გაყიდული აქციებისაგან მიღებული შემოსავალი ჯო გებიას იანვარში NBA-ის გუნდის, San Antonio Spurs-ის წილის შესყიდვაში დაეხმარა. მიუხედავად გაყიდული აქციებისა, ამერიკელი მილიარდერი კვლავ ფლობს Airbnb-ის 8%-იან წილს, რაც მისი ქონების უდიდეს ნაწილს აგენერირებს ($7.9 მლრდ). ჯო გებია იმ 21 მილიარდერიდან ერთადერთია, ვინც მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში $100 მილიონზე მეტი ღირებულების აქციები გაყიდა.
დაახლოებით $210 მილიონის ღირებულების აქციები გაყიდა Apollo Global Management-ის თანადამფუძნებელმა ჯოშ ჰარისმა 2023 წლის პირველ ნახევარში. ჰარისმა კომპანია 2021 წელს დატოვა და მას შემდეგ საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების დაახლოებით 30% $830 მილიონად გაყიდა.
ყველაზე დიდი მოცულობის აქციები მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში Walmart-ის მემკვიდრეებმა, უოლტონებმა გაყიდეს. რობ, ალის და ჯიმ უოლტონმა ექვს თვეში $1,1-$1,1 მილიარდის მოცულობის აქციები გაყიდეს. $360 მილიონის ღირებულების აქციები გაყიდა ლუკას უოლტონმა, $180 მილიონის ღირებულების კი – ქრისტი უოლტონმა. ჯამში უოლტონებმა Walmart-ის $3.4 მილიარდის ღირებულების აქციები გაასხვისეს.
მილიარდერი | აქცია | ღირებულება გადასახადებამდე |
რობ უოლტონი | Walmart | $1.1 მილიარდი |
ალის უოლტონი | Walmart | $1.1 მილიარდი |
ჯიმ უოლტონი | Walmart | $1.1 მილიარდი |
ჯო გებია | Airbnb | $890 მილიონი |
ლარი ელისონი | Oracle | $850 მილიონი |
დინ სოლონი | Shoals Technologies | $590 მილიონი |
საფრა კაცი | Oracle | $470 მილიონი |
პიტერ გასნერი | Veeva Systems | $460 მილიონი |
ლუკას უოლტონი | Walmart | $360 მილიონი |
სტეფანე ბენსელი | Moderna | $300 მილიონი |