მსოფლიო მოდის გიგანტები ქართული Forbes-ის ყდაზე კომენტარებს ტოვებენ. ქავერი, რომელზეც VETEMENTS-ის ბრენდის შემქნელი და გენერალური დირექტორი გურამ გვასალიაა გამოსახული, თავად გვასალიამ Instagram-ზე გააზიარა, რასაც მოდის გიგანტების გამოხმაურება მოჰყვა.
მათ შორის არიან ამერიკელი მოდის დიზაინერი დონა კარანი, ტომი ჰილფიგერი, ნატალია ვოდიანოვა, ვერა ვენგი და კარინ როიტფელდი.
“საოცარია, შენ ეს დაიმსახურე და ეს ვიგრძნი მე იმ მომენტიდანვე, როდესაც პარიზში ხუთი წლის წინ შეგხვდი“, – წერს დონა კარანი.
ცნობისთვის, Forbes Georgia-მ ინგლისურენოვანი გამოცემისთვის გურამ გვასალიასთან ინტერვიუ ჩაწერა. გურამი, VETEMENTS-ის დამფუძნებელია დემნა გვასალიასთან ერთად. ინტერვიუში მან ისაუბრა პანდემიის გავლენაზე მოდის ინდუსტრიაზე, VETEMENTS-ის 2020 წლის შედეგებზე და “ოჯახური ბიზნესის“ დემნას გარეშე მართვაზე.
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია აქ.