მსოფლიოს ათი უმდიდრესი და ათი უღარიბესი ქვეყანა

მსოფლიოს ათი უმდიდრესი და ათი უღარიბესი ქვეყანა

2020 წელი მთელი მსოფლიოსთვის მძიმე აღმოჩნდა. კორონავირუსმა ყველა ცვლადისაგან დამოუკიდებლად, განურჩევლად შეაღწია სახელმწიფოებში. ამასთან, შეინარჩუნა ერთი სამწუხარო, მაგრამ მოსალოდნელი ეფექტი – ღარიბ ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისი მეტად გააღრმავა.

სტატია თავს უყრის ორ „პოლუსს“ – ათი უმდიდრესი და ათი უღარიბესი სახელმწიფოს სიას, რომლებიც კორონაპანდემიის პირობებში, მართალია, ერთ გამოწვევას ებრძოდნენ და ებრძვიან, თუმცა სხვადასხვა რეალობაში.

წარმოგიდგენთ ყველაზე მდიდარი ქვეყნების ათეულს:
ქვეყანამშპ ერთ სულზე ($)
ლუქსემბურგი$109,602.32
შვეიცარია$81,867.46
ირლანდია$79,668.50
ნორვეგია$67,988.59
აშშ$63,051.40
სინგაპური$58,483.96
დანია$58,438.85
ისლანდია$57,189.03
კატარი$52,751.11
ავსტრალია$51,885.47

Visual Capitalist-ის ინფორმაციით, თუ ამავე მაჩვენებლით ლიდერ 25 ქვეყანას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ისინი მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიაში, ოკეანეთში. შესაბამისად, არ შეგვხვდება დაწინაურებული სახელმწიფოები სამხრეთ ამერიკიდან ან აფრიკიდან.

რაც შეეხება უღარიბეს ქვეყნებს, ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
ქვეყანამშპ ერთ სულზე ($)
ბურუნდი$263.67
სამხრეთი სუდანი$303.15
მალავი$399.10
მოზამბიკი$455.01
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა$456.89
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა$480.50
ავღანეთი$499.44
მადაგასკარი$514.85
სიერა-ლეონე$518.47
ნიგერი$535.83

აღსანიშნავია, რომ ყველაზე ღარიბი ქვეყნების პოპულაციებში ახალგაზრდა მოსახლეობის წილი უდიდესია. მაგალითისთვის, ნიგერში მცხოვრებთა 49.8% 15 წელს ქვემოთ ასაკისაა; მალიში აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი 47.3-ს აღწევს; ჩადში – 46.8%-ს. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ქმედობაუნარიანი დიდი სამუშაო ძალა შესაძლოა ინოვაციისა და ეკონომიკური პროგრესის მომასწავებლად ითარგმნოს ამ სახელმწიფოებისთვის, თუმცა, ცხადია, საამისოდ მათ განვითარებული ქვეყნების დახმარებაც სჭირდებათ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.