მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ქვეყნები და საქართველო

მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ქვეყნები და საქართველო

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ქვეყნების სიას ყოველწლიურად აქვეყნებს. ინდექსის შესადგენად 80-ზე მეტი კრიტერიუმია გამოყენებული. მათ შორისაა ინსტიტუტები, ბიზნესის განვითარება,  ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები, ბაზრის განვითარების დონე და სხვა.

რეიტინგში ჯამში მსოფლიოს 128 ქვეყანაა შეფასებული. 2017 წელს 3 საფეხურით დაწინაურდა ჩინეთი და მან 22-ე ადგილი დაიკავა. 2011 წლიდან მოყოლებული მოწინავე ადგილს შვეიცარია იკავებს.

მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ქვეყნების ათეული შემდეგია:

  • შვეიცარია
  • შვედეთი
  • ნიდერლანდები
  • ამერიკის შეერთებული შტატები
  • გაერთიანებული სამეფო
  • დანია
  • სინგაპური
  • ფინეთი
  • გერმანია
  • ირლანდია

6 საფეხურით გაიუმჯობესა პოზიცია ინდოეთმა და მან რეიტინგში მესამოცე ადგილი დაიკავა, თუმცა ქვეყანაში მთავარ პრობლემად კვლავ ბიუროკრატია და ინფრასტრუქტურა რჩება. ჩინეთის შემთხვევაში კი მთავარ გამოწვევებად და სუსტ წერტილებად განათლება, რეგულაციები და ინვესტორების დაცვა სახელდება.

მიმდინარე წლის კრიტერიუმებს შორის მოხვდა ინოვაციები სოფლის მეურნეობის სფეროში და საკვები სისტემები.

მსოფლიოს ყველაზე ინოვაციურ ქვეყნებს შორის საქართველო 68-ე ადგილზეა, რაც წინა წლის შედეგთან შედარებით 4 საფეხურით გაუარესებული მაჩვენებელია.

81 კატეგორიას შორის საქართველოს ერთე-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი განათლებაზე გაწეული ხარჯების მიხედვით აქვს: ამ ინდიკატორში ქვეყანას 114-ე ადგილი უკავია. საქართველო 118-ე ადგილზეა ლოგისტიკური ინდექსით.

პოლიტიკური გარემოს შეფასებაში საქართველოს მსოფლიოში 61-ე ადგილი აქვს, პოლიტიკური სტაბილურობის შეფასებაში კი 68-ე; მთავრობის ეფექტურობის კუთხით საქართველო 48-ე ადგილს იკავებს.

საქართველოს საუკეთესო პოზიციები ბიზნესის დაწყების სიმარტივის (მე-8 ადგილი) და გადასახადების გადახდის სიმარტივის (მე-2-ე) კრიტერიუმში აქვს.

რეიტინგში შედის PISA-ს საერთაშორისო შეფასებაც, რომელიც მოსწავლეების უნარებს მეცნიერებასა და მათემატიკაში აფასებს – ამ კუთხით საქართველოს 61-ე ადგილი აქვს დაკავებული.

მთავრობის ონალიან სერვისების კრიტერიუმში საქართველო 63,8 ქულით მსოფლიოში 55-ე ადგილზეა.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს – რეიტინგში 43-ე ადგილს იკავებს თურქეთი, რუსეთი 45-ს; 50-ე ადგილზეა უკრაინა, ხოლო სომხეთი 59-ზე.