2018 წლის წინასწარი მონაცემებით, შემოსავლის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზე ამერიკული სუპერმარკეტების ქსელი “ვოლმარტია”. “ვოლმარტი” 2018 წელს 500 მილიარდი დოლარის შემოსავალს მიიღებს და დასაქმებული ჰყავა 2.3 მილიონი ადამიანი. 2.3 მილიონი ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე მთლიანად საქართველოს სამუშაო ძალა (შრომისუნარიანი მოსახლეობა). “ვოლმარტის” წლიური შემოსავალი აღემატება ისეთი ქვეყნების წლიურ შემოსავალსაც (მთლიან შიდა პროდუქტს) კი, როგორიცაა ირლანდია, ავსტრია, დანია, ნორვეგია, ჩეხეთი, ისრაელი, პორტუგალია და სხვა. “ვოლმარტზე” მეტი შემოსავალი მსოფლიოში მხოლოდ 24 ქვეყანას აქვს.
მეორე ადგილზეა ჩინური “სთეით გრიდი”, რომელიც ელექტროენერგიის წარმოებით და განაწილებითაა დაკავებული. მე-3-5 ადგილებს ნავთობის და გაზის სექტორში მოქმედი კომპანიები იკავებენ. შემდეგ მოდიან საავტომობილო კომპანიები: “ტოიოტა” და “ფოლკსვაგენი”.
ბოლო ერთ წელიწადში, ათეულში შემავალი კომპანიებიდან ყველაზე მეტად (31%-ით) “ბპ”-ის შემოსავალი გაიზარდა.
ადგილი | სახელი | წლიური შემოსავალი, მილიარდ დოლარებში | სექტორი | დასაქმებულთა რაოდენობა | ქვეყანა |
1 | ვოლმარტი | 500 | ვაჭრობა | 2,300,000 | აშშ |
2 | სთეით გრიდი | 349 | ელექტროენერგია | 913,546 | ჩინეთი |
3 | სინოპეკი | 327 | ნავთობი და გაზი | 667,793 | ჩინეთი |
4 | პეტროჩაინა | 326 | ნავთობი და გაზი | 1,470,193 | ჩინეთი |
5 | შელი | 312 | ნავთობი და გაზი | 84,000 | ნიდერლანდები |
6 | ტოიოტა | 265 | ავტომობილები | 369,124 | იაპონია |
7 | ფოლკსვაგენი | 260 | ავტომობილები | 642,292 | გერმანია |
8 | ბპ | 245 | ნავთობი და გაზი | 74,000 | დიდი ბრიტანეთი |
9 | ექსონ მობილი | 244 | ნავთობი და გაზი | 71,200 | აშშ |
10 | ბერკშირ ჰეზევეი | 242 | ფინანსები | 377,000 | აშშ |
წყარო: Fortune, Global 500.