მთავრობის საშინაო ვალზე პროცენტი კვლავ გაიზარდა

მთავრობის საშინაო ვალზე პროცენტი კვლავ გაიზარდა

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთები სწრაფად ზრდას განაგრძობს, რაც ნიშნავს, რომ მთავრობას შიდა ვალის აღება უფრო და უფრო უძვირდება. საპროცენტო განაკვეთის ზრდას რეფინანსირების სესხის განაკვეთის ზრდა, ინფლაციის გაზრდილი მაჩვენებელი და რისკიანობის ზრდა იწვევს.

ორ წლიანი სახაზინო ვალდებულებების საპროცენტო განაკვეთმა 7 ოქტომბრის ვაჭრობაზე 13.8% შეადგინა, რაც 7.1% პუნქტით მეტია იანვრის მაჩვენებელზე. დღეს მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 4.5 მილიონი ლარი ისესხა.

ამასთან, 2015 წელს სახელმწიფო საშინაო ვალის მოცულობა 313 მილიონი ლარით გაიზარდა.

 

გრაფიკი – სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთები:

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.