მწვანე მონსტრი

მწვანე მონსტრი

ჯეი ზი ბოსტონში სათამაშო ადგილს ეძებს და მისი მეგობრის, ლებრონ ჯეიმსის ფენვეი-პარკს ყიდულობს. ბრიტანული საფეხბურთო გუნდი Liverpool-ი სპონსორს ეძებს – ბოსტონში მდებარე New Balance-ი, ყოფილ კონკურენტებს გარიგების დადებაზე უარს ბოლო წუთში ეუბნება. Best Buy-მ ბოლომდე არ შეასრულა გარიგების პუნქტი და შეწყვიტა Boston Red Sox-ის დაფინანსება. ის ამ თანხას Nascar-ს აძლევს და ასევე Roush Fenway Racing-ს უჭერს მხარს.

არც ერთი ეს მოვლენა შემთხვევითი არ არის და ამას არავინ მოელოდა კომპანიისგან, რომლის საფუძველია ყველაზე ტრადიციული ფრანშიზები სპორტის ყველაზე ტრადიციულ სახეობაში. როდესაც კორპორაციები მიდიან, Boston Red Sox Fenway Sports Group-ი არის ერთ-ერთი ჭანჭიკი სხვა გუნდებს შორის (გუნდები Liverpool-ი და Nascar-ი, როგორც ქვაკუთხედი, მნიშვნელოვანი აქტივები), მაგრამ ვითომცდა უფრო დახვეწილი გუნდური მოთამაშე საერთაშორისო სპორტული კონგლომერატების მომდევნო ეპოქაში.

FSG-ი ცდილობს, გუნდების მფლობელების კლუბური სამყარო და მოხერხებული სპორტული მენეჯერები ერთმანეთს დააკავშიროს. სპორტული კონგლომერატის ინტეგრირება ხდება ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად და გლობალურად — Fenway Sports Management-მა მთლიანი დაფინანსება თავის სამ გუნდს გადასცა, ასევე მოთამაშეებსა და გუნდებს, რომლებსაც ის არ ფლობს, მაგალითად, ლებორნ ჯეიმსს, Heisman-ის გამარჯვებულს – ჯონი მანზიელს, Boston College-ს, MLB Advanced Media-სა და PGA’s Deutsche Bank Championship-ს. სპონსორები გუნდებში, ღონისძიებებზე და სპორტსმენებს შორის, შესაძლებლობების საოცარ სიმრავლეს აწყდებიან. „ჩვენ ყოველდღე, გაღვიძებისთანავე ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ მივიღოთ მეტი მოგება, ვინაიდან ჩვენ ვთლით, რომ ეს მოგებიანი პროდუქტის შექმნის საუკეთესო გზაა“, –ამბობს ერთ-ერთი მფლობელი ტომ ვერნერი, რომელმაც თავისი მოღვაწეობა ჰოლივუდში დაიწყო, სადაც The Cosby Show (კოსბის შოუსა) და Roseanne (როზანას) პროდიუსერი იყო.

„მათ ჰქონდათ დიდი შესაძლებლობა და ამიტომაც ბევრჯერ მიაღწიეს მიზანს, – ამბობს სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის სპორტული ბიზნესის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კარტერი. – ყველაფერი, რასაც ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აკეთებენ, მათ უფრო უნიკალურად და აგრესიულად გამოსდით, ვიდრე სხვებს“.

ამის შექმნა ეტაპობრივად ხდებოდა. საბირჟო მაკლერი, ჯონ ჰენრი, სპორტს ისე აღიქვამდა, როგორც სხვა მდიდარი ახალგაზრდები: მოგებიან ინვესტიციად, რომელიც დაფასებული იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ ფულს არ მოიტანს. პირველი ნაბიჯი პროფესიულ სპორტში მან Florida Marlins-ის მფლობელის რანგში გადადგა. ის უფრო მაღალ ეტაპზე გადავიდა, როდესაც თავის პარტნიორებთან, ვერნერსა და ლარი ლუჩინოსთან ერთად 2002 წელს $700 მილიონად ლეგენდარულად წარუმატებელი Red Sox-ი, ისტორიული ფენვეი-პარკი (მისი ცნობილი მწვანე მონსტრით) და რეგიონალური სპორტული ქსელი, NESN 80%-ი იყიდა. როდესაც Sox-ის დაფინანსება დაიწყეს, ის საშუალო დონის კლუბი იყო – მოგებიანობით, დაფინანსებითა და კონცესიებით, MLB-ს 30 გუნდს შორის მეათე ან უფრო დაბალ ადგილს იკავებდა.

თუმცა მოკლე დროში ჰენრის ჰობი საკმაოდ კარგ ბიზნესად იქცა. 10 წლის შემდეგ, სტადიონ „არგენაზე“ დახარჯულმა $285 მილიონმა გასულ წელს $280 მილიონის მოგება მოიტანა – ბეისბოლში რიგით მეორე უმაღლესი მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც 2004 წელს Sox-მა თავისი მესამე მსოფლიო სერია მოიგო. NESN-ი, რომელიც თამაშებს ეთერში უშვებს, $1 მილიარდად ფასდება. Red Sox-ი? $1,5 მილიარდი ჩვენი გაანგარიშებით.

FSG-ის მიერ ლივერპულის $47 მილიონად შეძენაში მან ანალოგიური ღირებულების თამაში დაინახა. Red-ის სტადიონი ენფილდი, რომელიც 1884 წელს გაიხსნა, უფრო ძველია, ვიდრე ფენვეი. 2018 წელს მოსალოდნელი გარდაქმნის შედეგად მას უნდა დაემატოს 10 000 ახალი ადგილი და Liverpool-ის $50 მილიონის წლიური მოგება (გუნდი $750 მილიონი ღირს). „ეს განსაკუთრებით იშვიათი შესაძლებლობა იყო და მისი გამეორება რთული იქნება“, – მოიწერა ჰენრიმ ელექტრონულ წერილში.

დღეს, როდესაც FSG-ი აქტივებს ფლობს, კითხვა ასეთია, რა უნდა გაკეთდეს მათი ერთობლივი მუშაობისთვის? ადრე დადებულმა გარიგებებმა გარკვეული მონახაზი წარმოადგინეს: 2011 წელს Liverpool-ი მოლაპარაკებებს ახორციელებდა Nike-თან, Adidas-სა და Under Armour-თან „ერთობლივ“ დაფინანსებაზე, რათა გუნდის მოთამაშეები გაეყიდათ. ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, უფრო დიდი შემოთავაზება მიიღო, რომელსაც წლიურად $40 მილიონი მოაქვს. Red Sox-ის წყალობით New Balance-ს ურთიერთობა აქვს Red Sox Foundation-თან. საკონდიტროების ქსელი Dunkin’ Donuts-ი დიდი ხნის მანძილზე Red Sox-ის სპონსორი იყო, ვიდრე 2012 წელს, ჯეიმს ლებორნთან აზიაში და მიმდინარე წელს, Liverpool-თან კიდევ დამატებით გარიგებებს გააფორმებდა. Dunkin’-ი Liverpool-ის საზაფხულო საჩვენებელი ტურნეს სპონსორი იქნება, რაც, რა თქმა უნდა, მოიცავს ივლისში AS Roma-ს წინააღმდეგ თამაშს, რომელიც სტადიონ ფენვეიზე გაიმართება.

შემდეგ ეტაპად მოთამაშეებისა და საბაზრო პარტნიორების მოზიდვა იგეგმება. „ჩვენ გვსურს, ყველაზე მოთხოვნადი სპორტსმენები გვყავდეს“, – ამბობს ვერნერი. გარდა ამისა, ჯეიმსმა მონაწილეობა მიიღო ჯონი მანციელის FSM-ში გადმობირებაში. 2012 წლის Heisman Trophy-ის გამარჯვებულის პირველი ორი მარკეტინგული გარიგება წარმოადგენდა ჯეიმსის მრავალწლიან პაკეტებს პარტნიორებთან – Nike-სა და McDonald-თან.

მაგრამ, როგორც ნებისმიერი კონგლომერატის გენერალური დირექტორი იტყოდა, წარმატება ინტეგრაციაზეა დამოკიდებული და იმაზე, რომ მთლიანი საქმიანობა იყოს უფრო მეტი, ვიდრე ნაწილების ჯამი. „ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი – მოგებაა“, – ამბობს ვერნერი. ისინი ამის მიღწევას – მოედანზე და მის მიღმა – მრავალჯერ გეგმავენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *