Nexia TA-მ ბუღალტრული მომსახურებების მიმართულებით ბაზრის პირველი პოზიციები დაიკავა!

Nexia TA-მ ბუღალტრული მომსახურებების მიმართულებით ბაზრის პირველი პოზიციები დაიკავა!

The Business Research Company მონაცემების თანახმად, გლობალურმა საბუღალტრო მომსახურების ბაზარმა 2019 წელს $ 574.4 მილიარდ დოლარს  მიაღწია, ხოლო  2023 წლისთვის ის 734,7 მილიარდ დოლარს მიუახლოვდება.

ბაზარი მზარდია საქართველოშიც. დღეს სულ უფრო და უფრო მეტ კომპანიას გარეთ გააქვს თავისი ბუღალტრული მომსახურების სერვისი და თავის სამუშაო ენერგიას ძირითადი ბიზნესის მართვას უთმობს. კრიზისულ და განსხვავებულ გარემოში სულ უფრო მეტი კომპანია და ბუღალტერი ითხოვს ღირებულ კონსულტაციას და გადაწყვეტილებებს.

ასეთ დროს სანდო და კომპეტენტური კომპანიები ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორები ხდებიან და უზრუნველყოფენ ბიზნესებისთვის სიმშვიდეს, შეცდომების დაზღვევას,  სწორ და ეფექტიან ფინანსურ გადაწყვეტილებებს, სიახლეებსა  და  თანამედროვე გამოწვევებზე ადეკვატურ რეაქციას.

სწორედ ასეთ პარტნიორად იქცა თავისი კლიენტებისთვის Nexia TA უმოკლეს დროში და დაარსებიდან სულ რაღაც 6 წელიწადში თვალსაჩინო შედეგებსაც მიაღწია. 2019 წელს კომპანია 200-მდე კლიენტის საჭიროებებს მოემსახურა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) მიერ გამოქვეყნებული 2019 წლის ფინანსური შედეგების თანახმად, ბუღალტრული მომსახურების ბაზრის პირველი პოზიციებიც დაიკავა.

წარმატებას თავისი გასაღები აქვს, როგორც Nexia TA-ს მმართველი პარტნიორი და და უშუალოდ ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დავით ლომიძე ამბობს, შედეგები კლიენტებისადმი ინდივიდუალურ მიდგომას, გლობალური და ლოკალური  ცოდნის შეჯამებასა  და იმ პროფესიონალების  სანდოობას  მოაქვს, რომლებიც Nexia TA-ში არიან დასაქმებულები და კლიენტი კომპანიების კეთილდღეობაზე ფიქრობენ. „ვამაყობთ იმ შედეგებით, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ სულ რაღაც 5-6 წელიწადში და ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოში შევძელით მოწინავე პოზიციების დაკავება. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ინდივიდუალურ მიდგომას და  იმ უნიკალური საერთაშორისო გამოცდილებით შემუშავებულ ოპტიმიზირებულ, სმარტ-გადაწყვეტილებებს, რომლებიც ამართლებს მათ მოლოდინებს და უზრუნველყოფს ფინანსურ გაძლიერებას.“ – დავით ლომიძე.

Nexia TA-ში (ისევე, როგორც სხვა მიმართულებები), ბუღალტრული მიმართულება მუდმივად ვითარდება,  განვითარებას ორი სტრატეგიული მიმართულება განსაზღვრავს – ერთია  გლობალური ტენდენციები, მართვაში ახალი, მილენიალ თაობის შემოსვლა და მათი მოთხოვნების იდენტიფიკაცია/დაკმაყოფილება – ქლაუდ სერვისების განვითარება, ბუღალტერიის ავტომატიზაცია თუ სხვა საკითხები, მეორე კი – ადგილობრივ საჭიროებებზე მორგება და, შესაბამისი, კლიენტზე ორიენტირებული მომსახურების შემუშავება.

სწორედ ასეთ საჭიროებებზეა მორგებული Nexia TA-ს ახალი შეთავაზება  მცირე ბიზნესისთვის  – სპეციალური პროექტი – „ბუღალტერია მარტივად“, რომლის მეშვეობითაც დაბალბიუჯეტიან კომპანიებსა და ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა:

  • მიიღონ საერთაშორისო კლასის მომსახურება;
  • ძალისხმევის გარეშე, მარტივად განახორციელონ სწორი ბუღალტრული აღრიცხვა;
  • თავი დაიზღვიონ შესაძლო შეცდომებისგან;
  • იგრძნონ მაქსიმალური დაცულობა, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ მეტი დრო დაუთმონ თავისი ძირითადი საქმიანობის განხორციელებას.

ამავდროულად, კოვიდ-კრიზისულ გარემოში, Nexia TA არ კარგავს ბაზარზე ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიის სტატუსსაც. კომპანია მუდმივად სიახლეებზეა ორიენტირებული და ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ბიზნესის და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში.

          

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.