ნოემბერში საქონელი და მომსახურება 0.5%-ით გაძვირდა

ნოემბერში საქონელი და მომსახურება 0.5%-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.5%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 10.4% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 10.4%-ით გაძვირდა.

ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: ბოსტნეული – 15.6%, რძე, ყველი და კვერცხი – 1.2%, თევზეული – 1%. ბინის ქირა გაიზარდა 3.4%-ით. საწვავი გაიაფდა 2.1%-ით.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა – 16.8%-ით. მათ შორის ბოსტნეული 26%-ით, პური 24%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 18%-ით, ყავა და ჩაი 20%-ით, ზეთი 10%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9%-ით. ტრანსპორტი 8%-ით გაძვირდა, კომუნალური გადასახადები 15%-ით, ავეჯი – 10%-ით. ჯანდაცვა გაიაფდა 2.8%-ით და ტანსაცმელი 2.2%-ით.

წლიური ინფლაციის მაჩვენებლები

წყარო: საქსტატი