ჩიპების მწარმოებელმა Nvidia-მ საბაზრო კაპიტალიზაციით Apple-ს გადაასწრო და მსოფლიოს მეორე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია გახდა. Nvidia-ს ზრდაზე, განსაკუთრებით ბოლო წლებში, დადებითად ხელოვნური ინტელექტისა და ჩიპების ბუმი აისახა, რამაც ამ მიმართულებით ინვესტორთა დაინტერესებაც მნიშვნელოვნად გაზარდა.
უახლესი მონაცემებით, Nvidia-ს საბაზრო ღირებულება $3.011 ტრილიონს უტოლდება, Apple-ის შემთხვევაში კი $3.003 ტრილიონს აღწევს. ამ ეტაპზე, საბაზრო კაპიტალიზაციით $3-ტრილიონიან ნიშნულს სულ სამი კომპანია აჭარბებს. ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია ასევე ამერიკული Microsoft-ია, $3.15 ტრილიონით.
ოთხშაბათს Nvidia-ს აქციების ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ვაჭრობის დასრულების შემდეგ ჩიპების მწარმოებლის აქციების ღირებულება 5%-ით, $1,224.40-მდე გაიზარდა და მატების ტემპიც შეინარჩუნა.
აღსანიშნავია, რომ AI-ნახევარგამტარების გაყიდვების დაახლოებით 70% სწორედ Nvidia-ზე მოდის.